Friday, December 5, 2014

ტრენინგების პორტფოლიო

https://drive.google.com/folderview?id=0BzTTdPbLSLK7YmJLNHF3UGliakk&usp=sharing


     სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მთვარისა ახვლედიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ბარდნალის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელსა’’ და ,,ალუდა ქეთელაურში’’ წამოჭრილი პრობლემები და თანამედროვე საზოგადოება
  თემის შინაარსი
ვაჟა-ფშაველას  ამ პოემების პრობლემატიკაზე მსჯელობით მოსწავლეები გაიაზრებენ ზნეობრივი გმირის  ტრაგიკულ   ხვედრს და გამოიტანენ დასკვნას, რომ იგი მხოლოდ კაცობრიობის შორეული წარსულის კუთვნილება არ არის და ჩვენს თანამედროვეობაშიც იჩენს თავს.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური, მე-12 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
XII.1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
XII.2.მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება
XiI.3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
XII.4.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატერგიების გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
XII.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ,ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება, მასში ასახული ინფორმაციის ,თემების იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
XII.6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულებებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება
XII.7.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრენტაციაზე.
XII.11.მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე ზომის სამეცნიერო ნაშრომის)დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე
XII.12.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით.
XII.13.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები1)როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადაოება განსხვავებული აზრისადმი?

ზოგადი კითხვა
2) საზოგადოებაში დამკვიდრებულ რომელ შეხედულებას არ ეთანხმებით?  
3) რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლა?
თემატური კითხვები

1)პოემათა რომელმა სცენებმა, სურათებმა, სახეებმა მოახდინა თქვენზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება და კონკრეტულად რით?          
2)რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ჯოყოლა და ალუდა ქეთელაური?
3) იმსჯელეთ უცხო  ადამიანების სულიერი დაახლოების მნიშვნელობაზე ,,ვეფხისტყაოსანსა’’ და ,,სტუმარ-მასპინძელში’’?
შინაარსობრივი კითხვები
4) იმსჯელეთ, ადამიანთა ბუნების რა უცნაურ ნაკლზე მიუთითებს ავტორი ზვიადაურის მოკვლის ეპიზოდში და რით ხსნის ამ ნაკლს?
5)აქვს თუ არა საზოგადოებას თავისი სიმართლე ალუდასთან კონფლიქტში?


1)რომელი ორი წესი დაუპირისპირდა ერთმანეთს ,,სტუმარ-მასპინძელში’’?
2) როდის დადგა ჯოყოლა ზნეობრივი არჩევანის წინაშე? რით არის  განპირობებული მისი არჩევანი?
3) )იმსჯელეთ მოკლული ზვიადაურის მიმართ ქისტების განწყობის ცვლაზე?
4) ჩნდება თუ არა ნაწარმოებში იმედი იმისა, რომ ეს ,,სურათი’’ (ანუ მწერლის იდეალი) ოდესმე ამ ქვეყნადაც შეისხამს ხორცს?
5)რით ახდენს ალუდაზე სულისშემძვრელ შთაბეჭდილებას მუცალის სიკვდილის ხილვა? რა აგრძნობინა და დაანახა მუცალის სივდილმა ალუდას?
6) რა დამოკიდებულებას გამოხატავს ალუდა მოკლული მტრისათვის მარჯვენის მოკვეთის წესისადმი?
7) როგორ ფიქრობთ, რამდენად ესმის თემს ალუდას მიერ გამოთქმული აზრი და მისი უჩვეულო საქციელი?
8) რატომ არის მიუღებელი ბერდიასათვის ალუდას სათხოვარი? რისთვის სჯიან ალუდას - საკუთრივ განსხვავებული აზრისთვის თუ სვა რამისთვის?
9)  როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ალუდა თემისადმი ნაწარმოების ბოლოს?
10)როგორ ფიქრობთ, რატომ იღუპებიან პოემის მთავარი გმირები?  როგორი გამარჯვება მოსდევს მათს ფიზიკურ მარცხს?






შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დისკუსია.
ურტიერთშეფასების სქემა.
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე


მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემიწმება.
  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასება.
მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენ

. მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს.
  მოსწავლეები პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
    კვლევისა და პრეზენტაციის ჩეკლისტები
მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში.
 თვითმონიტორინგში,
თანამშრომლობით სწავლებაში.
საგაზეთო რუბრიკა.
 ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.
  რეფლექსია
მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ხარისხის შემოწმება.
ესგ სტანდარტთან შესაბამისობით თვითშეფასებ
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გამოყენებული ინსტრუმენტები: დისკუსია,  ურთიერთშეფასებისა და  ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე სქემები მეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმებასა და მოსწავლეთa 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებაში, მოსწავლეთა  მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენაში. პროექტზე მუაობისას  მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერს, პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს, კვლევისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებს.  პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საგაzეთო რუბრიკას, რეფლექსიას. ეს ინსტრუმენტები მოსწავლეებს ეხმარება მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების  ხარისხის შემოწმებაში, ესგ სტანდარტთან შესაბამისობით თვითშეფასებაში





სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან,რა არის თემი, იცნობენ მის ტრადიციებს, სტუმარმასპინძლობისა თუ მკლავის მოკვეთის ადათს, ესმით ,,კაი ყმის’მნიშვნელბა;  შეუძლიათ კომპიუტერის გამოყენება, ინტერნეტით სარგებლობა, მასალის მოძიება და ჩასმა.
სასწავლ
ო პროცედურები

მოსწავლეებს გავაცნობ  პროექტის სახელწოდებასა და განსახილველ საკითხებს; აქვე დავურიგებ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და დავყოფ 3 ჯგუფეად; ჯგუფებად დაყოფისას   გამოვიყენებთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპს კომპიუტერის დახმარებით.      თემის სათაურის შესარჩევად გავმართავ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით  მოსწავლეებს დაფაზე ჩამოვუწერ ზოგად შეკითხვებს, დისკუსიის დროს ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გამოთქვას თავისი აზრი, იდეა. მოსწავლეები შეხედულებებს გაუცვლიან ერთმანეთს.
      დისკუსიის გარდა გამოვიყენებ  ურთიერთშეფასებისა და „ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სქემებს. მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასების,ა და მოსწავლეთა  მცდარი შეხედულებების წინასწარ დასადგენად.
        მოსწავლეებმა აირჩიეს თემის სათაური -   ვაჟა-ფშაველას  ,,სტუმარ-მასპინძელსა’’და ,,ალუდა ქეთელაურში’’წამოჭრილი პრობლემები და თანამედროვე საზოგადოება.
      სამ ჯგუფს ცალ-ცალკე დაევალა შექმნან ბროშურა, გაზეთი, ბუკლეტი. ამ დავალების შესასრულებლად მიეცათ სამი დღე, რათა მოიპოვონ შესაბამისი ინფორმაცია  და მოამზადონ სტატიები. მოსწავლეები ეცნობიან და აფასებენ ერთმანეთის ნაშრომს და ფართო მასების ინფორმირების მიზნით დაარიგებენ მშობლებში, პედაგოგებში, გამგეობის თანამშრომლებში.
        როცა მოსწავლეები შეასრულებენ სამუშაოს პირველ ეტაპს ,დავშლი ძველ ჯგუფებს, შევცვლი ჯგუფის ხელმძღვანელებს, ავირჩევ ისევ შემთხვევითი არჩევის გზით,   მუშაობის ყველა ეტაპზე  მოსწავლეების ნაშრომს  მივცემ შესაფერის შეფასებას.
    ჯგუფის ხელმძღვანელებს  პროექტის დაწყებამდე ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნი  თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,    ხელმძღვანელები გააცნობენ ამ კითხვებს თავიანთ ჯგუფის წევრებს, ერთად შეისწავლიან ამ კითხვებს. ჯგუფებში ვანაწილებ დავალებებს: ერთ ჯგუფს დაევალა მოიპოვოს თეორიული ინფორმაცია ინტერნეტსა და სხვადასხვა ლიტერატურაში. თემის ტრადიციებისა და ადათების  შესახებ, ,,კაი ყმის“ შესახებ, ქრისტიანი ხევსურებისა და მაჰმადიანი ქისტების ანაცხოვრების შესახებ. ამისთვის მოსწავლეებს მივცემ ერთ კვირას.
        მოსწავლეები კვლევის დროს პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს ,რომლებიც ჩაწერილი გვაქვს სპეციალურ ჟურნალში. მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს, მაგალითად, თემის  განაჩენის, ინდივიდის თემთან დაპირისპირებისა და სხვათა შესახებ.
     მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციის და პროექტის შეფასების ჩეკლისტებს. შეფასების ეს ინსტრუმენტები  ეხმარება მოსწავლეებს სწავლის   პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში , თანამშრომლობით სწავლებაში.
          პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საგაზეთო რუბრიკას,  ვიყენებ რეფლექსიას, ვუბრუნდები  სქემას „ვიცი. მინდა ვიცოდე. ვისწავლე“ , რომელშიც გაწერილი მაქვს თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეს სქემა დამზადებული მაქვს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლისათვის. ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს, შეაფასებენ ერთმანეთს და თავისთავს. (4 დღე)
   პროექტის დამთავრების შემდეგ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების მიზანია მასალის გაგებისა და უნარ -ჩვევების ხარისხის შემოწმება, მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
    პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
   













,











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, მათი შესალებლობის ფარგლებში მოვახდენ დავალებების განაწილებას . მივცემ მარტივ დავალებებს. მაგალითად ჟურნალში კვლევის შედეგების ჩაწერა

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 არაქართულენოვანი მოსწავლეები ინფორმაციას მოიპოვებენ მშობლიურ ენეზე; გამოვიყენებ ტექსტებს გრაფიკული გამოსახულებით;  ორენოვან ლექსიკონებს, თარგმანის პროგრამებს,  ილუსტრირებულ ტექსტებს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების  მოსწავლეებს მივცემ საშუალებას იმუშაონ ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად: რთულ დავალებები. სიღრმისეული კვლევა; ღია დავალებები და პროექტები.
        
     
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      









ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


No comments:

Post a Comment